700 000 დოლარად იყიდება სახლი, რომელიც მარიკუნა მიქატაძეს ეკუთვნოდა

მარიკუნას სახლი

მარიკუნა მიქატაძის სახლი, რომელიც საბურთალოზე, შარტავას ქუჩაზე მდებარეობს, იყიდება. განცხადება გაყიდვების კომპანიის გვერდზეა განთავსებული.

როგორც მარიკუნა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, სახლი გაქირავებული ჰქონდა და მისი შემოსავლის წყარო იყო. მისივე თქმით, ეს სივრცე მისთვის კარგ მოგონებებთან არ ასოცირდებოდა.

სახლის საერთო ფართი 505 კვ.მ., ნაკვეთის ფართი 372 კვ.მ. სახლს აქვს 2 სართული, 10 ოთახი, 5 საძინებელი, ცალკე სამზარეულო, 4 სველი წერტილი, კარადა, გარდერობი, 2 პარკინგი, აივანი, მაღალი ჭერი, ფართო მუხის კიბე მე-2 სართულზე.

მარიკუნა მიქატაძის გარდაცვალებიდან ერთი თვე გავიდა.

39 წლის ქალი საბერძნეთში 14 ივლისს გარდაიცვალა. სხვადასხვა ვერსია გავრცელდა, თუმცა, სარწმუნო წყაროების ცნობით, ის უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. მარიკუნამ ხერხემლის მძიმე დაზიანება მიიღო, სწორედ ეს გახდა ქალის ტრაგიკულად გარდაცვალების მიზეზი.

ასევე ნახეთ:

„მტრედი შემოფრინდა, თავზე ლურჯი ზოლით... პირს ისე აცმაცუნებდა, თითქოს ლოცულობდა...“ - რა ფოტო ვრცელდება რაჭიდან

„ბოლომდე არ ყოფილა განწირული! გამიხარდა, რომ ერთი შვილი კიდევ ჰყოლია...“ - რას წერენ ზაზა მესხზე

კორონავირუსის ახალი შტამი გამოჩნდა - რა არის ცნობილი ამ დროისთვის „ერისზე“

VIDEO: როგორ გამოიყურება მდუმარე ნიკოლოზის ბინა - ბერმა განცხადება ჩამოხსნა და მრევლთან გამოვიდა

„მაგნიტური ქარიშხალი გვიახლოვდება, განსაკუთრებით საფრთხილო 16-დან 20 აგვისტომდე მონაკვეთია“ - ასტროლოგების გაფრთხილება

„ღვთისმშობლის მარხვაში რომ პლაჟზე წამოწვები, აჭარულს, შაურმას და ნაყინებს ჩაჰკეცავ...“ - რას წერს მამა ლევანი

„ღმერთო, დაიფარე ეს ბიჭები“ - დრამატული და ემოციური კადრები სტიქიის ზონიდან