კალიფორნიაში ბრიტნი სპირსი დააკავეს
1772723011
ბავშვის აღზრდა მარტივი არ არის. სამწუხაროდ, მშობლობას არსად ასწავლიან, ჩვენც ისე ვზრდით შვილებს, როგორც გვზრდიდნენ. თანამედროვე ფსიქოლოგები ამბობენ, რომ მშობლების ზოგიერთი ქცევა ბავშვების განვითარებას აფერხებს
„მშობლების მიერ ყველაზე ხშირად დაშვებული 7 შეცდომა!
ბავშვის აღზრდა მარტივი არ არის. სამწუხაროდ, მშობლობას არსად ასწავლიან, ჩვენც ისე ვზრდით შვილებს, როგორც გვზრდიდნენ. მაგრამ თანამედროვე ფსიქოლოგები ამბობენ, რომ მძობლების ზოგიერთი ქცევა ბავშვების განვითარებას აფერხებს,
ნახეთ მშობლების დაშვებული ყველაზე ხშირი შეცდომები
1. ბავშვის სხვა ბავშვებთან შედარება
„ნახე მეზობლის ბავშვი რა კარგად სწავლობს!“
შედარება ბავშვს მოტივაციას კი არ უმატებს, პირიქით ხშირად თვითშეფასებას ამცირებს.
2. დავალების გაკეთება ბავშვის ნაცვლად - ზოგჯერ მშობელი ჩქარობს და დავალებებს თავად აკეთებს, მაგრამ ასე ბავშვი სწავლობს ერთ რამეს:
ვიღაც მაინც გააკეთებს ჩემს მაგივრად.
3. ზედმეტი კონტროლი
როცა ბავშვის ყოველ ნაბიჯს ვაკონტროლებთ, ის ვერ სწავლობს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებას. მიეცით შესაძლებლობა მცირე შეცდომები დაუშვას და ამ შეცდომებზე ისწავლოს.
4. მუდმივი კრიტიკა
თუ ბავშვი მხოლოდ შენიშვნებს ისმენს, ადრე თუ გვიან იწყებს ფიქრს:
„რაც არ უნდა გავაკეთო, მაინც ცუდია.“
5. ტელეფონის„დამშვიდების საშუალებად“ გამოყენება.
როცა ბავშვი მოწყენილია ან გაბრაზებულია და მაშინვე ტელეფონს ვაძლევთ, ის ვერ სწავლობს ემოციებთან გამკლავებას. უმჯობესია ვუთხრათ:
„ვხედავ, რომ გაბრაზებული ხარ, მაგრამ ასე ქცევა არ შეიძლება.“
6. მშობლების ერთმანეთზე დაპირისპირება.
თუ დედა ერთს ამბობს და მამა მეორეს, ბავშვი ძალიან სწრაფად სწავლობს როგორ გამოიყენოს ეს თავის სასარგებლოდ.
7. ბავშვის გრძნობების იგნორირება.
ზოგჯერ იმდენად დაკავებულები ვართ სწავლით, ნიშნებით და წესებით, რომ გვავიწყდება მთავარი —
ბავშვს უნდა, რომ მოუსმინონ, რა ეწყინა? როგორ გრძნობს თავს?
და ბოლოს ერთი მნიშვნელოვანი რამ:
ბავშვებს ყველაზე მეტად სჭირდებათ სიყვარული სიმშვიდე სახლში ყურადღებით მოსმენა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.