ირანს, თავდაცვის გარდა, სხვა არჩევანი არ აქვს - ირანის პრეზიდენტი
1772644684
თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის და კიდევ რამდენიმე პირის, გიორგი ხაინდრავას, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. გამოიკვლიეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები და გამოჰკითხეს მოწმეები. ჯუანშერ ბურჭულაძეს პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
"მოწმემ დაადასტურა, რომ ფიქტიურად იყო გაფორმებული სხვადასხვა პოზიციაზე თავდაცვის სამინისტროში, თუმცა რეალურად არ ასრულებდა მისი ოჯახის მძღოლის პოზიციას. მოწმემ ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ მისი მხრიდან ხდებოდა არაერთი თანხის ჩარიცხვა, შეტანა სხვადასხვა ანგარიშებზე, მათ შორის ჯუანშერ ბურჭულაძის დავალებით, ეს თანხა დაახლოებით მილიონამდე იყო. მათ დაადასტურეს ის გარემოება, ორივე მათგანმა, რომ ჰქონდათ ფინანსებთან ჯუანშერ ბურჭულაძის და ვასილ მხელიძის ფინანსებთან შემხებლობა, განკარგავდნენ მათ თანხებს. კერძოდ, მათი მითითებით რიცხავდნენ პირობითად ხელზე მიცემულ ნაღდ ფულს საბანკო ანგარიშებზე", - აცხადებს პროკურორი ანი ლეკიაშვილი.