28 მაისიდან 12 ივნისამდე მოძრაობა შეიზღუდება - ბათუმის მერია მძღოლებს აფრთხილებს

გზა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე, 28 მაისიდან 12 ივნისამდე მოძრაობა შეიზღუდება.

„ქვაფენილიანი ქუჩების რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტის ფარგლებში, 28 მაისიდან 12 ივნისამდე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება მურად ხინიკაძის ქუჩაზე, ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩიდან მიხეილ ლერმონტოვის ქუჩამდე მონაკვეთში და ლერმონტოვის ქუჩაზე, ზურაბ გორგილაძის ქუჩიდან ცენტრალური პარკის შესასვლელამდე.

ბათუმის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, - ნათქვამია განცხადებაში.