26 მაისის მთავარი ღონისძიების დაწყებამდე 3 საათი დარჩა - საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს

ნკ

 ეს დღე ჩვენია - საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება. სამი საათი დარჩა 26 მაისის მთავარი ღონისძიების დაწყებამდე - მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტების მიერ სამხედრო ფიცის დადება.

დედაქალაქის გარდა, წვევამდელები ფიცს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, 12 ისტორიულ ადგილას დადებენ. ტრადიციულად, სამხედრო სივრცეები მოეწყობა და მოსახლეობას სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა თბილისსა და 20 სხვა ქალაქში ექნება. საზეიმო ღონისძიების დასასრულს, ავიაციის სარდლობის საფრენი აპარატები გადაიფრენენ.