+25 გრადუსი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

მზიანი ამინდი

საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდი შეიცვლება.

7 ოქტომბერს ქვეყნის ცალკეულ რაიონებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, მაღალმთიან ზონებში კი შესაძლოა ნისლიც. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში დღის საათებში +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს.

8 ოქტომბრიდან ტემპერატურა მოიმატებს. დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერი +23, +28 გრადუსამდე გათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება. თუმცა ცალკეულ რაიონებში კვლავ შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

თბილისში 7 ოქტომბერს შედარებით გრილი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა დაახლოებით +22 გრადუსამდე იქნება. 8 ოქტომბერს კი დედაქალაქში დათბება და ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 10–13 ოქტომბერს საქართველოში თბილი შემოდგომური ამინდი შენარჩუნდება დღისით ტემპერატურა უმეტესად +23, +25 გრადუსის ფარგლებში იქნება.

✕