1791274912
„ალტა“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
„ალტა“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„მადლობა 25 წლის ერთგულებისთვის, დაუღალავი შრომისთვის, სიკეთისთვის და იმ დიდი კვალისთვის, რომელიც ალტას ისტორიასა და ჩვენს გულებში დატოვე.
ვემშვიდობებით ჩვენს კოლეგას, ალტას IT დირექტორს - თავისი საქმის გამორჩეულ პროფესიონალს და ძალიან კარგ ადამიანს.
ლევან კორკოტაშვილმა 25 წლის განმავლობაში ალტაში არაერთი ტექნოლოგია, პროგრამა და ინოვაცია შემოიტანა. მისი ცოდნა, იდეები და შრომა ჩვენი კომპანიის განვითარებისა და წინსვლის მნიშვნელოვანი საფუძველი გახდა, მისი წვლილი ალტას ისტორიაში უდიდესია.
დიდ პროფესიულ ღვაწლთან ერთად, ყოველთვის გვემახსოვრება მისი ადამიანური სითბო და სიკეთე. ის იყო გულისხმიერი, შრომისმოყვარე და საქმეზე უსაზღვროდ შეყვარებული კოლეგა, რომლის გვერდით მუშაობაც თითოეული ჩვენგანისთვის დიდი პატივი იყო. ერთად განვლილმა წლებმა, გამოწვევებმა და მიღწევებმა უამრავი მოგონება დაგვიტოვა.
მისი გარდაცვალება ჩვენთვის უდიდესი დანაკლისია. გვიჭირს დამშვიდობება ადამიანთან, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში ალტას გუნდის განუყოფელი ნაწილი იყო. ალტას მთელი გუნდი გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებს ოჯახს და ახლობლებს.
მადლობა ყველაფრისთვის, რაც შექმენი, რასაც გვიზიარებდი და რაც ჩვენთან დატოვე. შენს ხსოვნას ყოველთვის სიყვარულით, პატივისცემითა და მადლიერებით შევინახავთ“, - ვკითხულობთ გავცელებულ ინფორმაციაში.










