ძუძუს კიბოს 7 სიმპტომი, რომელთა იგნორირება ერთი დღითაც არ შეიძლება - პროფესორის გაფრთხილება
1789501348
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში ჩამომხრჩვალი ახალგაზრდა კაცი იპოვეს.
ხეზე ჩამოკიდებულ 18 წლის ახალგაზრდას თანასოფლელებმა ორდღიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს.
ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი სახლიდან საღამოს გავიდა, სოფლის მარკეტში პროდუქტი შეიძინა, რის შემდეგაც მისი კვალი დაიკარგა. მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე დგას საზამთროთი დატვირთული სატვირთო ავტომობილი, რომელიც გარდაცვლილს ეკუთვნის.
სოფელში ამბობენ, რომ მამაკაცი ხილის ბიზნესით იყო დაკავებული და კონფლიქტი არავისთან ჰქონია.
შემთხვევის ადგილზე იმყოფება პოლიცია და საგამოძიებო სამსახური, რომელიც მომხდარის დეტალებს სწავლობს.