16 ივნისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისები დაინიშნება - სრული განრიგი

რკინიგზა

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 16 ივნისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ამატებს.

რკინიგზის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დამატებითი რეისები ორი განსხვავებული გრაფიკით შესრულდება.

თბილისი - ბათუმი

გასვლა - 00:30 საათზე

ჩასვლა - 05:42 საათზე

ბათუმი - თბილისი

გასვლა - 00:35 საათზე

ჩასვლა - 05:34 საათზე

ასევე, დამატებითი რეისი იმოძრავებს შემდეგი განრიგით:

თბილისი - ბათუმი

გასვლა - 10:10 საათზე

ჩასვლა - 15:22 საათზე

ბათუმი - თბილისი

გასვლა - 18:30 საათზე

ჩასვლა - 23:29 საათზე

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, დამატებითი რეისების დანიშვნის მიზანი ზაფხულის სეზონზე გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურებაა.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია საქართველოს რკინიგზის ოფიციალური ვებ-გვერდის საშუალებით: https://gr.com.ge

ასევე აპლიკაციის საშუალებით:

iOS - https://apps.apple.com/ge/app/georgian-railway/id6746049057

Android - https://play.google.com/store/apps/details