112-ში ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია - გადაუდებელი დახმარების ნომერზე შეტყობინებები შეუფერხებლად შემოდის

112

„საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია და გადაუდებელი დახმარების ნომერზე შეტყობინებები შეუფერხებლად შემოდის.
ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. - წერია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დილიდან, 112-ის ცხელ ხაზზე ტექნიკური შეფერხება იყო. მოქალაქეებისთვის ალტერნატიულ ნომრები მოქმედებდა.