შეკარით მუშტი და დააკვირდით ცერა თითს - ტესტი, რომელიც თქვენი პიროვნების უცნობ მხარეებს დაგანახვებთ
1762203102
ვრცელდება სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, სადაც ვერაზე მომხდარი თავდასხმაა ასახული.
ცნობისთვის, გოგებაშვილის ქუჩაზე, სროლის შედეგად მოკლულია ერთი ადამიანი, ორი კი დაჭრილია.
შეიარაღებულ თავდამსხმელს ახალგაზრდა მამაკაცის დაცვამ საპასუხო ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგად თავდამსხმელი ადგილზე დაიღუპა.
ცნობილია, მოკლულის ვინაობაც.
,,პრაიმტაიმის" ინფორმაციით, დაჭრილებს შორისაა, ბიზნესმენი გიჩო მარგველაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო.
ამ დროისთვის, დანაშაულში ბრალდებული პირი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.