VIDEO: „შენი ცხოვრება არ გეიფუჭო, ბიძია, მამა ხარ და სახლში უნდა მიხვიდე...“ - შსს ფარულ ჩანაწერს და "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 5 პირის დაკავების კადრებს აქვეყნებს

ამერიკის პოლიცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს.

"ქურდული სამყაროს წევრობის", "ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობის, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის, "ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის", ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის და ჯგუფური გამოძალვის თანამონაწილეობისთვის დაკავებული არიან: 1978 წელს დაბადებული დ.ქ., 1961 წელს დაბადებული ი.ხ. და წარსულში ნასამართლევები - 1977 წელს დაბადებული ა.ბ., 1973 წელს დაბადებული მ.ბ. და 1978 წელს დაბადებული პ.კ.

დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"აღნიშნული პირები აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში. სამართალდამცველების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთი დაკავებული დ.ქ.-ს მიმართვის საფუძველზე, მასსა და მოქალაქეს შორის არსებული ფინანსური დავის მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდული გარჩევა მოაწყვეს, რომლებსაც მოდავე მხარეებიც ესწრებოდნენ.

ბრალდებულებმა ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად მოწყობილ შეკრებაზე, მოდავე მხარეს მეორის სასარგებლოდ, განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს. წინააღმდეგ შემთხვევაში პირადი ანგარიშსწორებით დაემუქრნენ", - წერია უწყების განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს "ქურდული სამყაროს" წევრობის, "ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის", "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის, "ქურდული სამყაროს" წევრისადმი მიმართვის, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის და ჯგუფურ გამოძალვაში თანამონაწილეობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა , 223-ე მე-2 პრიმა, 223-ე მე-3 პრიმა, 223-ე მე-4 პრიმა, 181-ე და 25-181-ე მუხლებით.

 

ასევე ნახეთ:

„13 წლის გოგოს აშანტაჟებდა და ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო კადრებს აგზავნინებდა“ - კაცი დაკავებულია

„დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა...“ - ქობულეთში 18 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

VIDEO: „შესანიშნავი შვიდეულის“ შთამბეჭდავი შესრულება და აღფრთოვანებული მაყურებელი

„გაქვთ შანსი, ივნისში ფინანსურად განსაკუთრებულად დაწინაურდეთ“ - ნახეთ, ვის მოუტანს იღბალს „მილიონერის ასპექტი“