საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა განცხადებას ავრცელებს
1784842356
ვერაზე მომხდარი სასტიკი თავდასხმის საქმეზე დაკავებულ ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით არის დაწყებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს ოც წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
ვერაზე მომხდარ საზარელ შემთხვევას არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ის კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია, ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან და სავარაუდოდ, კლინიკას რამდენიმე დღეში დატოვებენ.