საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა განცხადებას ავრცელებს
1784842356
ევროპა სტიქიას ებრძვის. საფრანგეთში, ბორდოს აეროპორტის მახლობლად, ცეცხლის ქრობისას ორი მეხანძრე დაიღუპა. ჟირონდის დეპარტამენტში ხანძარმა 2 400 ჰექტარზე მეტი ტერიტორია მოიცვა. არკაშონის ყურის მიმდებარედ, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საცხოვრებელი სახლებიდან და კემპინგებიდან 12 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ესპანეთში ხანძრის ლოკალიზებას მადრიდის, ტოლედოსა და კასტილია-ლეონის რეგიონებში სამხედრო და საგანგებო დანაყოფები ცდილობენ. საფრთხის გამო, საცხოვრებლებიდან გაყვანილია 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტის მოსახლეობა.
კრიტიკული ვითარებაა იტალიაშიც. სიცილიასა და კალაბრიაში მეხანძრე-მაშველები 160-ზე მეტ აქტიურ კერას ებრძვიან. სამართალდამცავები ცალკეულ რაიონებში ცეცხლის განზრახ წაკიდების ფაქტებს იძიებენ.