უზენაეს სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდა

უზენაესი სასამართლო

საქართველოს უზენაეს სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდა. საქმე სასამართლოს შენობაში ბომბის შესახებ შეტყობინებას შეეხება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სუს-ი არსებული პროტოკოლის შესაბამისად მოქმედებს.