დააკავეს კაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა და შემდეგ მისი დაწვა სცადა - შსს განცხადებას ავრცელებს
1758822371
მილანში, პოლიციამ, სპეცოპერაციის შედეგად, 46 წლის რუმინელი და 36 წლის ქართველი მამაკაცი დააკავა. ორივე მათგანი ძვირფასი ლითონების და თანხის მოპარვასა და დამალვაშია ბრალდებული.
ფაქტზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა ერთ-ერთ ქუჩაზე საეჭვო ქცევით მოძრავი მანქანა შენიშნეს.
მანქანაში ჩხრეკისას მათ აღმოაჩინეს ვერცხლისგან დამზადებული სამკაულები, 15 ვერცხლის ნივთი და 53 000 ევრო ნაღდი ფული.
პოლიციამ Vimodrone-ში მდებარე საწყობი და ეჭვმიტანილის ავტომობილი გაჩხრიკა, სადაც დამატებით 200 კგ-ზე მეტი ვერცხლი, 8 700 ევრო და ლითონების სასწორები იპოვა.
ვერცხლის საერთო წონა 324 კილოგრამს აღემატება, ხოლო ნაპოვნი თანხა 61 000 ევროს შეადგენს.
ორივე ეჭვმიტანილი ამჟამად მილანის „San Vittore“-ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. პოლიცია საქმეს მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განაგრძობს.