დააკავეს კაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა და შემდეგ მისი დაწვა სცადა - შსს განცხადებას ავრცელებს
1758822371
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, 2025 წლის 25 სექტემბერს სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ბრალდებულის სახით კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, თურქეთის მოქალაქე ო.ბ. დააკავეს, ხოლო მეორე ხელმძღვანელ პირს ბ.პ.-ს, რომელსაც დატოვებული აქვს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა და მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ქ. თბილისში რეგისტრირებული კომპანია წლების განმავლობაში სისტემატურად მონაწილეობდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ხაშურისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერებში და საქართველოს მასშტაბით ასრულებდა ნაპირსამაგრ სამუშაოებს.
კომპანიის დეკლარირებული ბრუნვა 17 მილიონ ლარს აღემატება. კომპანიის ხელმძღვანელი პირები, საქმიანობის განხორციელების პროცესში და საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან მილიონობით ლარის მიღების პარალელურად, სისტემატურად ახდენდნენ ბიუჯეტში გადასახდელი თანხების არასწორ დეკლარირებას, რითაც განზრახ თავს არიდებდნენ სახელმწიფო ბიუჯეტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების გადახდას.
შემოწმების შედეგად, გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 1 423 887.91 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადის სახით 673 742 ლარი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მომავალშიც გაატარებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მკაცრ პოლიტიკას და მეწარმე სუბიექტებს მოუწოდებს დროულად უზრუნველყონ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული საგადასახადო დავალიანების გადახდა.