1758658955
გია აბაშიძე: კიდევ ერთი აუცილებელი შეხვედრა ელჩ ფიშერთან. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა გერმანულ მხარეს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება უკმაყოფილოა ორმხრივი ურთიერთობით და ჩვენი მოთმინება არაა ულიმიტო

კიდევ ერთი აუცილებელი შეხვედრა ელჩ ფიშერთან. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა გერმანულ მხარეს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება უკმაყოფილოა ორმხრივი ურთიერთობით და ჩვენი მოთმინება არაა ულიმიტო, - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
აბაშიძე აღნიშნავს, რომ გერმანიის ელჩის თხოვნაზე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაცემული გრანტებისთვის გამონაკლისის დაშვებასთან დაკავშირებით ლევან ჟორჟოლიანმა პეტერ ფიშერს განუცხადა, რომ საქართველოში კანონი ყველასათვის თანაბრად მოქმედებს.
„კიდევ ერთი აუცილებელი შეხვედრა ელჩ ფიშერთან. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა გერმანულ მხარეს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება უკმაყოფილოა ორმხრივი ურთიერთობით და ჩვენი მოთმინება არაა ულიმიტო. გერმანიის ელჩის თხოვნაზე, საქართველოს მთავრობამ დაუშვას გამონაკლისი გერმანული ორგანიზაციების მიერ ქართული "ენჯეოებისთვის" გაცემული გრანტების შეთანხმების მიმართულებით, ლევან ჟორჟოლიანმა პეტერ ფიშერს შეახსენა გრანტების გაცემაზე თანხმობის მიღების პროცედურა. გერმანელ დიპლომატს განემარტა, რომ კანონი ყველასთვის თანაბრად მოქმედებს. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა დისკრიმინაციულ მიდგომებს ვერ დაუშვებს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობებს და იმედოვნებს, რომ დიპლომატიური წარმომადგენლების საქმიანობა ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობის პრინციპების შესაბამისად გაგრძელდება“,- წერს გია აბაშიძე.