9 დღის განმავლობაში დედამიწა მისტიკურ სიგნალს იღებდა - რა დაადგინეს მეცნიერებმა?
1758831403
ეს კიდევ ერთი გამოხატულებაა იმისა, რაზეც პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ისაუბრა. საქართველოს შანტაჟის და მუქარის ენით არ უნდა ვესაუბროთ, არა და რეალურად ეს ყველაფერი, მათ შორის ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რასაც ჩვენ ადრე ვხედავდით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა, ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებაზე საუბრისას.
„ეს ყველაფერი ადრეც გვინახავს. როდესაც კონკრეტული პოლიტიკური პროცესი ახლოვდება, ამ შემთხვევაში არჩევნები, ყოველთვის ცდილობენ, რომ ქვეყნის გარედან იმისთვის, რომ მეტი მუხტი და სიმძაფრე შესძინონ სრულიად უსუსური ოპოზიციის აქციებს და მათ მოქმედებებს, ასეთი მხარდამჭერი განცხადებები ისმის ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან, თუმცა მე საერთოდ ვერ ვხედავ ამის ეფექტს.
ნაკლებად დავუშვებდი იმას, რომ ეს არის ინფორმაციის ნაკლებობით გამოწვეული. 4 ოქტომბრის არჩევნები, მე არ გამოვრიცხავ, რომ იყოს წყალგამყოფი. ამის შემდეგ მე მგონია, რომ ეს რიტორიკაც გადაიხედება დასავლეთის მხრიდან და როდესაც კიდევ ერთხელ დარწმუნდება ყველა იმაში, რომ არაფრის მომცემია ეს პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში, ვერ გაამართლებს ვერასდროს.
ეს პოლიტიკა მათი მხრიდან უნდა გადაიხედოს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობების გაძლიერებისთვის, მთავარი არის დასავლელი აქტორების მხრიდანაც იგივე მზაობა დავინახოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესებიც აუცილებლად დაიწყება გარკვეული პერიოდის შემდგომ“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.
ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი კითხვის საპასუხოდ, საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა 4 ოქტომბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განაცხადა: „სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, რომელიც გაბედულად და მშვიდობიანად გამოდის ქუჩებში, აწყობს დემონსტრაციებს ევროპული ღირებულებებისთვის, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებისთვის. ევროკავშირი მხარს უჭერს დემოკრატიას, აყვავებას. ჩვენი გზავნილია საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ უფლება მისცეს დემონსტრაციის, არ შეუშინდეს თავისუფალი მოქალაქეების პლურალიზმს, რომლებსაც სურთ, მათ ხმას მოუსმინონ“.