სროლის დროს ნოდარ ათუაშვილს ზედა სართულის მეზობელი გამოელაპარაკა - თვითმხილველი ამ საუბრის შინაარსს იხსენებს

საგარეჯო

6 დაღუპული და 5 დაშვებული - უმძიმესი ღამე საგარეჯოში. რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან სროლა 19 იანვარს ღამის პირველი საათისთვის დაიწყო.

თავდამსხმელმა, ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი რამდენიმე მხრიდან გახსნა. დაღუპულთა შორის არის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი.

საგარეჯოში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ თავდამსხმელი ნოდარ ათუაშვილი ყველას ესროდა, ვინც დაჭრილი მოქალაქეების დასახმარებლად მიდიოდა.

„გადავიხედე პირდაპირ გარაჟებისკენ და მიცვალებული დავინახე დაბლა. ვერ წარმოვიდგენდი თუ იარაღი ჰქონდა. მე ვუთხარი ნოდარ, მკვდარი არის მეთქი?  ხო, დიახაც მკვდარი არისო.  რაღაცნაირად თვალში მომხვდა, რომ ავტომატი ჰქონდა... გამორბოდა ორი ბიჭი საშველად და რომელიც გაეკარა ყველა მოკლა... მხოლოდ ის ტყვიები მიდგას თვალწინ“, - აცხადებს თვითმხილველი.

შეგახსენებთ, ტრაგედია საგარეჯოში 19 იანვარს მოხდა.

პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, 48 წლის ნოდარ ათუაშვილი იყო. ყოფილი სამხედრო თავდაცვის სამინისტროს 2006-21 წლებში მუშაობდა. მონაწილეობდა ავღანეთის მისიაშიც.