„ჩემი დათო, მოსაფერებლადაც არ გვყავხარ...“ - ავტობანზე დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან
1786908940
რა სახის აღმკვეთ ღონისძიებას შეუფარდებს სასამართლო პოლიციელს, რომლის შემთხვევით გასროლილ ტყვიასაც წყნეთში ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე შეეწირა - სხდომა, სადაც მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს დღეს 11:00 საათზე დაიწყება.
როგორც ადვოკატმა "კურიერთან" საუბრისას განაცხადა, ბრალდებულს სურს სასამართლოზე კონკრეტული განცხადების გაკეთება.
ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვს.
დეტექტივ ერიკ წურწუმიას სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ. მას ბრალი გუშინ წარუდგინეს.