„ახლა სად ხარ ლაშიკო? სულ მიყვარხარ ჩემო ცაო… ჩემო ლაშიკო“ – სალომე ბაკურაძის ემოციური პოსტი
1762026435
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „სარფის” საბაჟო გამშვებ პუნქტში მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალების დეტალური დათვალიერების შედეგად, ავტობუსის სალონში, წინასწარ მოწყობილ სამალავში ორ შეკვრად დაფასოებული 14.0967 კილოგრამი არადეკლარირებული ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 35 382.72 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.