ეკა ბესელიას დედა გარდაეცვალა

ეკა ბესელიას დედა

ეკა ბესელიას დედა გარდაეცვალა. სამწუხარო ინფორმაციას პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„რამდენიმე საათიანი შოკის შემდეგ არ ვიცი როგორ უნდა დავწერო, რომ დედა წავიდა უფალთან.
ღმერთო… ვიბრძოლეთ… ბოლომდე ვიბრძოლეთ…
არ მეგონა, ამ სიტყვებს თუ დავწერდი ოდესმე… ახლა მეტს ვერ დავწერ, რა ხდებოდა ბოლო საათებში…
ახლა მხოლოდ შემიძლია დავწერო, სად შეიძლება დაემშვიდობოთ ჩემს იდეალურ დედას მისი მეგობრები და ნათესავები.

დედა, გულიზარ ბესელია.
პანაშვიდები:
29 სექტემბერს, სამშაბათს 17:00 საათიდან. თბილისი, ვლადიმერ გაბაშვილის 9. მე 7 სართული ( შუა სადარბაზო )
პანაშვიდი, 30 სექტემბერს, ოთხშაბათს, 17 საათიდან. მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერი.
გასვენება: ხუთშაბათს, 1 ოქტომბერს, 14 საათზე, მცხეთის დედათა მონასტრიდან, საბურთალოს ჯიქიას სასაფლაოზე“,
- წერს ეკა ბესელია სოციალურ ქსელში.

✕