dailymail: დონალდ ტრამპის ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა, ბორტზე იმყოფებოდა პირველი ლედიც
1758229389
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა იმ პირის გამოკითხვა, რომელიც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა გვარამიას მკვლელობის მომზადების საქმეში ფიგურირებს.
ასლან ჩალდიევი ამბობს, რომ მისი სახელი და გვარი მედიაში უსამართლოდ გავრცელდა, რადგან მას დასახელებული საქმის გარემოებებთან კავშირი არ აქვს. ის დღეს სუსში, როგორც თავად ჟურნალისტებს უთხრა, საკუთარი ინიციატივით მივიდა.
ინფორმაცია "ქრონიკა პლიუსმა" გუშინ გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ერთ ერთი პირი, ვინც ნიკა გვარამიას მიაწოდა ინფორმაცია მისივე შეკვეთილი მკვლელობის შესახებ, ლიკვიდირებულია. გამოცემის მტკიცებით, რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე კულუმბეგოვი ვლადიკავკაზში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.