რას ამბობს კოსტა სანიკიძის დაჭრის ფაქტზე დაკავებულის მამა

კოსტა სანიკიძე

19 ნოემბერს დაჭრილი, მსახიობი კოსტა სანიკიძე ამბობს, რომ ბრალდებულს არ იცნობს და, ამ ეტაპზე, მომხდარის გახსენება უჭირს.

"უკეთ ვარ, ჩემი გამოკითხვა ჯერ არ მომხდარა. არა, ცნობით, არ ვიცნობ... ეგეთი დეტალები არ გვაქვს. ამხელა ამბავი... მერე შეიძლება ისეთი რამ დაიწეროს, რომ გულმა დამარტყას უარესად... ვერ გეტყვი ვერაფერს," - ამბობს კოსტა სანიკიძე სატელეფონო საუბრისას.

სანიკიძე უკვე პალატაშია, მასთან გამომძიებლები იმყოფებოდნენ.

24 წლის გიორგი გველესიანს პროკურატურამ პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე წაუყენა ბრალი.

„რუსთავი 2-ის“ პროექტის, "პრაიმ ჰაუსის" ყოფილ მონაწილეზე თავდასხმა გუშინ, გამთენიისას, თავისსავე სახლში მოხდა.

დაკავებულის მამა ამბობს, რომ თვითონაც ისევე გაოგნებულია, როგორც სხვები. 

„მე გავიგე ეს ამბავი ტელევიზიით, როგორც სხვებმა. გაოგნებული ვარ. ჩემს შვილს რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობა ჰქონდა, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი ასეთ რამეს თუ იზამდა. გვერდით ვეწექი დილის 6 საათამდე, მერე ჩამეძინა და 7 საათზე გაპარულა“, - ამბობს თამაზ გველესიანი.