საბერძნეთში, 150 კოვიდით გარდაცვლილის ექსჰუმაციას გეგმავენ - როგორც აღმოჩნდა, გვამები არ იხრწნება
1771447786
ქოლცენტრების საქმის ფიგურანტთათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ქოლ-ცენტრების მასშტაბური დანაშაული პროკურატურამ გამოავლინა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით, სისხლის სამართლებრივი დევნა ათი ადამიანის მიმართ დაიწყო. მათ შორისაა მიმალული, ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი და მიხეილ ჩოხელი, ასევე სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებული გიორგი მიქაძე.
ამავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ელისო კილაძე. სამართლებრივი დევნა დაწყებულია ასევე გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ, რომლებმაც ითანამშრომლეს გამოძიებასთან, აღიარეს ჩადენილი დანაშაული და ხელი შეუწყვეს ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას.