ჟენევაში, უკრაინასა და რუსეთს შორის აშშ-ის შუამავლობით გამართული ორდღიანი მოლაპარაკებები დასრულდა

ჟუნევა

ჟენევაში, უკრაინასა და რუსეთს შორის, ამერიკის შუამავლობით გამართული ორდღიანი მოლაპარაკებები დასრულდა. "ნიუ იორკ თაიმსის" ინფორმაციით, ორ საათიანი შეხვედრისას, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებმა დონეცკის ოლქში დემილიტარიზებული ზონის შექმნის იდეა განიხილეს. საუბარია რეგიონის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ამჟამად უკრაინა აკონტროლებს. ამ კონკრეტულ ადგილზე მხარეებმა  თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის საკითხიც განიხილეს.

მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ "უკრაინა დაინტერესებულია შედეგით, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით შეუძლებელია იმის თქმა, რომ არსებული შედეგი საკმარისია".

განცხადება გაავრცელა თეთრი სახლის სპიკერმაც. ქეროლაინ ლევიტის აზრით, მოლაპარაკების ბოლო რაუნდზე მნიშვნელოვან პროგრესი შეინიშნება და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში დინამიკა შენარჩუნდება.