1771482704
სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დღის პირველ ნახევრამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა. მაღალმთიან რაიონებში ნავარაუდევია თოვლი და ქარბუქი, რომელიც დღის ბოლომდე შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 10-12 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში - შიდა ქართლში 8-10 გრადუსი, კახეთის რეგიონში კი 13-15 გრადუსი.
დედაქალაქშიც მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთის მიმართულების ქარი დღის მეორე ნახევარში გაძლიერდება, ჰაერის ტემპერატურა კი 10–11 გრადუსს იქნება. სინოპტიკოსები ხვალ და ზეგ ამინდის გაუმჯობესებას და შესაბამისად ტემპერატურის მომატებას ვარაუდობენ.










