აშშ-ს საელჩო მარკო რუბიოს და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე განცხადებას ავრცელებს
1774935371
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ფოთის პორტიდან 100 კილომდე ჰეროინი ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს.
N6 ნავ-მისადგომზე, ერთ-ერთ სატვირთოში, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება გუშინ აღმოაჩინეს.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ნარკოტიკები სატვირთოს მისაბმელში, სპეციალურად მოწყობილ საცავში იყო დამალული. სატვირთო კი ირანის მოქალაქის მართვის ქვეშ იმყოფება.