ქართველი „კანონიერი ქურდების“ კრება საბერძნეთში დაიგეგმა - სპეცოპერაციის შედეგად 12 პირი დააკავეს
1783025137
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 41 წლის მამაკაცი პოლიციელზე თავდასხმაშია მხილებული.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბრალდებული ცივი იარაღით შეიჭრა პოვიატას პოლიციის განყოფილებაში და ძალის გამოყენებით, დამცავი, კოდირებული კარის გახსნას ცდილობდა.
მან ფიზიკური დაზიანება მიაყენა ადგილზე მყოფ პოლიციის ოფიცერს, თუმცა მამაკაცის დაკავება ადგილზე მოხერხდა.
რა მიზნით შეიჭრა ქართველი მამაკაცი პოლიციის განყოფილებაში, ჯერჯერობით, უცნობია. დაკავებულს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.