რისთვის აქვს უნიტაზს წყლის ჩარეცხვის ორი ღილაკი და არა ერთი: საქმე მხოლოდ წყლის დაზოგვაში არ არის
1769883043
პოლონეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელმაც პენსიონერს თანხა მოტყუებით გამოსძალა. ახალგაზრდა მამაკაცი მსხვერპლ პენსიონერს ტელეფონით დაუკავშირდა და უთხრა, რომ მის ანგარიშზე არსებული თანხა საფრთხეში იყო და თანხის უსაფრთხო ანგარიშზე გადატანა შესთავაზა. ამ სქემით, მან 18 000 ზლოტი (დაახლოებით 4,000 ევრო) მიითვისა.
სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ საქმეში, შესაძლოა, სხვა პირებიც ფიგურირებდნენ.
მომხდარზე გამოძიება გრძელდება.