1733258119
„ნაკაიძე ფაქტით გაოგნებულია“ - რას ამბობს ტელეწამყვანი წარდგენილ ბრალზე
დაკავებული ტელეწამყვანი, ლაშა ნაკაიძე ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ლალი ბიბინეიშვილმა მასთან გასაუბრების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ნაკაიძე ფაქტით გაოგნებულია და არ იცის რა ხდება მის თავს.
„გაოოგნებულია და ეს მითხრა - მე მგონია, რომ სიზმარში ვარო, ვერ ვხვდები რა ხდება ჩემ თავსო, შოკირებულია ... სახლში იყო, როდესაც დილას მოვიდა პოლიცია მეგობართან მისი ბინის მეპატრონესთან ერთად , შემოვიდნენ მშვიდად ჩხრეკა ჩაატარეს დამაკავეს და წამომიყვანეს და შოკში ვარ რა ხდება ვერ ვხვდებიო.
დილას, რომ გაიღვიძა ჩვენ შორის შედგა საუბარიო, მე ძალიან დაღლილი ვიყავი იმიტომ, რომ ღამე გავათენე და ჩამეძინაო, რომ გავიღვიძე სადღაც რვა საათზე აღარ იყო სახლშიო “, - განაცხადა ადვოკატმა ლალი ბიბილეიშვილმა.
ცნობისთვის, „მთავარი არხის“ წამყვანს ლაშა ნაკაიძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. შსს-მ გამოძიება გაუპატიურებას, ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის მუხლებით დაიწყო. ტელეწამყვანი გუშინ გვიან ღამით დააკავეს.
ფაქტთან დაკავშირებით ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.