„მერწმუნეთ, ძნელია ამის მოსმენა...“ - რას წერს ირმა ჭკადუა

ირმა ჭკადუა

ადვოკატი ირმა ჭკადუა სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და იმ ადამიანებს მიმართავს, ვისაც იურიდიული დახმარება სჭირდება.

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„უამრავი შეტყობინება და ზარი შემოდის მთელი დღის მანძილზე, ვიცი, ბევრ ადამიანს ესაჭიროება კვალიფიციური იურიდიული დახმარება, თუმცა შეუძლებელია ყველა საქმეს ჰქონდეს პერსპექტივა...

ხშირ შემთხვევაში, ვერ ვახერხებ თქვენს დახმარებას და იმედსაც ვერ გაძლევთ, პირველ რიგში, ამის საშუალებას არ მაძლევს პროფესიული ეთიკა და მიწევს სიმართლის თქმა, რაც არ უნდა მძიმე მოსასმენი იყოს. 

შეუძლებელია მოუსმინო შვილს, რომელიც ცდილობს რაღაც ისეთი იპოვოს მრავალტომიან საქმეში, რაც დაეხმარება მამის ციხიდან დახსნაში;

დას, რომელიც ცდილობს ძმის დახმარებას, რომელიც ასე იბრძვის ზრუნავს და არ კარგავს იმედს.

მერწმუნეთ, ძნელია ამის მოსმენა, შენი თვალით დანახვა და შეუძლებელიც კი ხდება მათთვის სიმართლის თქმა...
მინდა, როგორც ადვოკატმა, როგორც დედამ, მივმართო განსაკუთრებით ახალგაზრდებს: ყველაფერი გააკეთეთ, რომ იყოთ კანონმორჩილი მოქალაქეები, გაუფრთხილდით თქვენს ოჯახის წევრებს, რომლებსაც ასე ძალიან უყვარხართ.

მსურს ყველას, ვის დახმარებასაც ვერ ვახერხებ მრავალი ობიექტური მიზეზების გამო, წარმატება ვუსურვო და მადლობა გადავუხადო ნდობისთვის“, - წერს ირმა ჭკადუა.