ხატია დეკანოიძემ მის სავარაუდო თვალთვალთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურს სარჩელით მიმართა

დეკანოიძე

,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ხატია დეკანოიძემ მის სავარაუდო თვალთვალთან დაკავშირებით პროკურატურას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სარჩელით მიმართა.

დეკანოიძის თქმით, 29-30 ივნისს რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მანქანებში მსხდომი პირები მას დასდევდნენ და უთვალთვალებდბენ.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიყურადება და თვალთვალი არის უკანონო და წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.

"მინდა საზოგადოებას ღიად ვუთხრა, რომ დიახ ჩვენ შეგვაქვს სარჩელი. ის ფაქტები რაც მე მაქვს და ჩვენ გვაქვს, უნდა გახდეს გამოძიების საგანი," - აცხადებს დეკანოიძე.