ფსიქოტროპულ მედიკამენტებს 17 აფთიაქში რეცეპტის გარეშე ყიდდნენ - საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტები გამოავლინეს - 17 აფთიაქში ფსიქოტროპულ და კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებს რეცეპტის გარეშე ყიდდნენ.

„მაისის დასაწყისში, თბილისის მასშტაბით გატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, გამოვლენილ იქნა კანონდარღვევით მოქმედი 17 აფთიაქი. გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, დადგენილ იქნა, რომ ხსენებულ სააფთიაქო დაწესებულებებს არ გააჩნდათ საქმიანობისათვის საჭირო შესაბამისი ნებართვები, საიდანაც რეცეპტის გარეშე ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი, მათი რეალიზაციიდან მიღებული თანხა, ინფორმაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება“, - წერია განცხადებაში.

უწყების ცნობით, დანაშაული ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით, თავისუფლების აღკვეთით 1-დან 3 წლამდე.

ასევე წაიკითხეთ:

👉 საქართველოში 32 გრადუსამდე დათბება - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

👉 რატომ გაიმეტა მამაკაცმა მეგობარი ქალი - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

👉 ვის შეუძლია დაგროვებითი პენსიის ერთიანად აღება და რა შემთხვევაში ჩაგერიცხებათ თანხა სრულად