„დასვრილი სისხლიანი ტანსაცმელი პარკით ჩაუტანიათ ნაგვის ურნაში...“ - შემზარავი დეტალები ახალგაზრდა ქალის მკვლელობაზე

ნათესავის მიერ მოკლული ქალი

თბილისში ახალგაზრდა ქალი მოკლეს. 36 წლის ქალი განსაკუთრებული სისასტიკით არის მოკლული. ის თავის საძინებელ ოთახში წამებით გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდო ეჭვმიტანილი, ქალის ნათესავი 41 წლის კაცია, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

ახლობლებს არ სჯერათ ეჭვიანობის ვერსიის და თვლიან, რომ ეს ვერსია დამნაშავის შემოგდებულია, რომ ამ გზით მერე თავისი ჩადენილი ქმედება "გაამართლოს". მარიკას ნათესავთან ინტერვიუ „კვირის პალიტრამ“ ჩაწერა.

გთავაზობთ მცირე ამონარიდს:

- მკვლელობაში ბრალდებული ნასამართლევია, ოჯახებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მარიკას დედასთანაც და შვილი ასე მოუკლა. მკვლელობა მოხდა 28 აპრილს, საღამოს 9-10 საათზე, გოგოს დედას კი მეორე დილას, 29 აპრილს, დილის 6 საათზე დაურეკეს და დამნაშავემ უთხრა, რომ თითქოს მის შვილს გული გაუჩერდა. ამის შემდეგ სასწრაფოდ წამოვიდნენ მშობლები თბილისში და იქ მისულებს ბინაში სამართალდამცველები დახვდათ. არის ვერსია, რომ სასწრაფოში ბრალდებულის ცოლმა დარეკა და სასწრაფომ აცნობა პოლიციას. მაგრამ როგორც ჩანს, ამასობაში დამნაშავეებმა შემთხვევის ადგილის მოსუფთავება მოასწრეს. ეტყობა, შემოაკვდათ გოგო და მერე ცდილობდნენ კვალის წაშლას. სულ მოუწმენდიათ ყველაფერი, მერე ის დასვრილი სისხლიანი ტანსაცმელი პარკით ჩაუტანიათ ნაგვის ურნაში და იქიდან არის ეს მტკიცებულებები პოლიციის მიერ ამოღებული.

სხვა სიახლეები