„16 ოქტომბერი იყო, ლიკამ რომ მომწერა...“ - რას იხსენებენ მძიმე ავარიაში მოყოლილ 18 წლის გოგოზე
1761508659
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა დაბა წაღვერის სახელმწიფო ტყეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ადგილობრივმა მკვიდრმა 6 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი უკანონოდ მოიპოვა. სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული ოქმი. მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი გადატანილია წაღვერის საქმიან ეზოში.
კანონდარღვევის აღკვეთის მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო ტყის მთელ პერიმეტრზე ფოტოხაფანგებია დამონტაჟებული. სატყეო სამსახურის თანამშრომლები მონიტორინგს დრონების საშუალებითაც ახორციელებენ, რაც ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის გამოვლენის ეფექტიანი საშუალებაა.