უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: უსმანოვისა და ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღების გადაწყვეტილება სამარცხვინო და გაუმართლებელია - მოსკოვი ზეიმობს, რადგან მიიღო ის, რაც სურდა, დაუსჯელობის შეგრძნება, ევროკავშირის დამცირება და ევროპელებს შორის განხეთქილება

ანდრეი სიბიგა

უსმანოვისა და ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღების გადაწყვეტილება სამარცხვინო და გაუმართლებელია, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ.

„მოსკოვი ზეიმობს, რადგან მიიღო ის, რაც სურდა - დაუსჯელობის შეგრძნება, ევროკავშირის დამცირება და ევროპელებს შორის განხეთქილება. თუმცა ჯერ კიდევ არსებობს გზა, რომ მოსკოვს ეს ზეიმი ჩავუშალოთ. მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს, ახლავე გამოაცხადონ, რომ ამ ორ ფიზიკურ პირს საკუთარ ეროვნულ სანქციებს დაუწესებენ“, - დასძინა მან.