რა მოხდა მკვლელობამდე 5 დღით ადრე - დანაშაულის ახალი დეტალები
1778183658
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმების, დავით და გიორგი მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის საქმეზე განაჩენი უნდა გამოცხადდეს, პოლიციის მობილიზებაა. სასამართლოსთან იკრიბებიან ბრალდებულებისა და მოკლული ბიზნესმენის ახლობლები.
ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდადებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამავე საქმის ფარგლებში, ბრალდებულია ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე.
პროკურორი აცხადებს, რომ ბრალდების მხარე სამივე ბრალდებულის მიმართ სრულად გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება.
"ბრალდების მხარეს აქვს ერთადერთი განაჩენის მოლოდინი, ეს არის გამამტყუნებელი განაჩენი სრულად წარდგენილ ბრალდებებში სამივე ბრალდებულის მიმართ. აქედან გამომდინარე, იმის გამო, რომ ჩვენ რა მტკიცებულებებიც გამოვიკვლიეთ, დაცვის ხარისხიდან ბევრი სხვადასხვა ინტერპრეტაცია მიეცა. მტკიცებულება არის ერთი, მტკიცებულება არის გამოკვლეული სასამართლო პროცესზე და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სასამართლო მტკიცებულებების გამოკვლევის დროს და შემდეგ შეფასებისას დარწმუნდა სამივე პირის ბრალეულობაში. იმის გათვალისწინებით, რომ სასჯელის სახედ გათვალისწინებულია 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა, ბუნებრივია, უმკაცრესი სასჯელი დაკავშირებულია უვადო თავისუფლების აღკვეთასთან“, - აცხადებს პროკურორი ლევან ვეფხვაძე.