„ბე“-ს ჩაგირიცხავთ თქვენი კარტის სურათი გამოგვიგზავნეთო“ - თათლითური სქემა, რომლითაც ხუთი ათასი ლარი მიითვისეს

კიბერ უსაფრთხოება

„ბე“-ს ჩაგირიცხავთ თქვენი კარტის სურათი გამოგვიგზავნეთო“, - ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი მარეხი მამულაშვილი facebook-ში წერს და მოსახლეობას თაღლითური სქემის შესახებ ინფორმაციაც აწვდის.

მისი თქმით, უცნობმა პირებმა მოტყუებით ხუთი ათასი ლარი მიითვისეს.

“მეგობრებო, წაიკითხეთ სტატუსი და იყავით ფრთხილად! ჩემი ახლობელი ყიდდა მანქანას, განათავსა სურათი ინტერნეტში.. დაურეკეს ღამე და უთხრეს რომ ყაზახები იყვნენ და უნდოდათ ყიდვა.. "ბე"-ს ჩაგირიცხავთ თქვენი კარტის სურათი გამოგვიგზავნეთო. მანქანის პარტონმა გაუგზავნა საქართველოს ბანკის ბარათის სურათი, ბარათზე არ იყო თანხა. რამდენიმე ხანში კიდევ დაურეკეს ოთხნიშნა ციფრი მოგივიდოდათ და გვითხარითო, ამათმაც პატიოსნად უთხრეს ეს ციფრი. ცოტა ხანში მოუვიდათ მესიჯი, თქვენ დაგიმტკიცდათ სესხი 35 ათასი ლარიო. აქ რასკვირველია მიხვდნენ რომ აფიორასთან ჰქონდათ საქმე, სასწრაფოდ დარეკეს ცხელ ხაზზე და სანამ იქ ოპერატორმა დაბლოკა კარტა ამ თაღლითებმა მოასწრეს თანხის ორჯერ მოხსნა და სხვადასხვა ანგარიშებზე გადარიცხვა.. 5 ათასი ლარი გაიტანეს.. საქართველოს ბანკი ვერ შველით ვერაფერს.. ის 5 ათასი ამათი გადასახდელია.. დანარჩენი 30 000 უნდა გამოიტანონ და მაშინვე დააბრუნონ რომ გასტუმრებული იყოს.. ამხელა ოპერაცია ვინ და როგორ ჩაატარა, ვინ იყო ვისაც წუთებში დაუმტკიცდა ონლაინ სესხი 35 ათასი ლარის ოდენობით ეგ სამართალდამცავების საქმეა და იმედია ჩაავლებენ მაიმუნებს კისერში ხელს.. მანამდე კი თქვენ გაფრთხილდით. ერთი ისტორიაც ასეთია, ხალიჩა დადო ქალბატონმა ინტერნეტში გასაყიდად და მასაც ზუსტად იგივე გაუკეთეს.. მოკლედ არ ენდოთ არავის“, - წერს სოციალური ქსელის მომხარებელი