ბათუმში, მაღალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი იყო

ხანძარი

ხანძარი იყო ბათუმში. ფიროსმანის ქუჩაზე ცეცხლი მაღალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. უსაფრთხოების მიზნით კორპუსიდან ოჯახების ევაკუაცია განხორციელდა. მიმდებარე ტერიტორია ერთი საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო. ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო სამაშველო ბრიგადა.

საცხოვრებელი ბინა მთლიანად დაიწვა, დაზიანდა ინფრასტრუქტურის ნაწილი, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ამ დროისთვის ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებულია. ოჯახები დაუბრუნდებიან საცხოვრებლებს. მხოლოდ ერთი ბინა დაიწვა. რა გახდა ხანძრის მიზეზი, ამას გამოძიება დაადგენს და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა დახმარება გაეწევა დაზარალებულ ოჯახს“, – განაცხადა ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.

ხანძარი მე-11 სართულზე გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის დროს ბინაში არავინ იმყოფებოდა.