„სულ ამბობდა, მე რომ მოვკვდები, მიტირებ?...“ - თაკო მთიულიშვილი ტრაგიკულ დღეს იხსენებს
1779308432
ბადრი ესებუა ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანეს. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებულის მორიგი სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა პროცესი გადაიდო. სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები უნდა გამოეკითხათ.
ბადრი ესებუას იარაღის შენახვისთვის 4-წლიანი პატიმრობა უკვე შეეფარდა.
ბადრი ესებუა დაკავებულია ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.