„თუ ამას გააკეთებთ, სიმსივნე არასდროს დაგემართებათ" - ექიმ მარინე ძაგნიძის ვიდეომიმართვა
1779047596
ბოლო 3 წელში, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 17 მშობიარის გარდაცვალების საკითხი განიხილა და 35 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა დააკისრა.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, 13 ექიმს „წერილობითი გაფრთხილება“ მიეცა, 18 ექიმს შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით, ხოლო 4 ექიმს გაუუქმდა სახელმწიფო სერტიფიკატი.
„2020-22 წელს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ, განხილულ იქნა დედის (მშობიარის) გარდაცვალების 17 საკითხი და დაისვა 43 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი. პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა 35 ექიმს. 13 ექიმს მიეცა „წერილობითი გაფრთხილება“ (2020წ-6; 2021წ-4; 2022წ-3); 18 ექიმს შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით (2020წ-4; 2021წ-7; 2022წ-7); 4 ექიმს გაუუქმდა სახელმწიფო სერტიფიკატი (2022წ-4)“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
წყარო: „ინტერპრესნიუსი“.