„07.07.2026 განსაკუთრებული სარკისებური თარიღია - აიღეთ სუფთა ფურცელი და დაწერეთ თანხა, რომლის მიღებაც გსურთ“ - ეზოთერიკოსის რჩევა

ფულის მოზიდვა

მინეროლოგი და ეზოტერიკოსი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

სიმორონის ფულის რიტუალი  07.07.2026

07.07.2026 განსაკუთრებული სარკისებური თარიღია. ეზოთერულ პრაქტიკებში მიიჩნევა, რომ ამ დღეს დასახული განზრახვები განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. თუ გსურთ ფინანსური შესაძლებლობების, სიუხვისა და კეთილდღეობის სიმბოლური მოწვევა, შეგიძლიათ ეს მარტივი რიტუალი შეასრულოთ.

 რა უნდა გააკეთოთ:

1️⃣ აიღეთ სუფთა ფურცელი.

2️⃣ დაწერეთ თანხა, რომლის მიღებაც გსურთ.

3️⃣ ეს თანხა გაამრავლეთ 27-ზე და 108-ზე და შედეგებიც მიუწერეთ.

4️⃣ შემდეგ წარმოთქვით:

 „როგორც რიცხვი 27 მრავლდება,
როგორც 108 სიუხვეს ხსნის,
ასევე მოდის ჩემს ცხოვრებაში ფინანსური შესაძლებლობები,
იზრდება ჩემი შემოსავალი,
სიუხვის ნაკადი თავისუფლად მიედინება ჩემკენ.
მადლიერებით ვიღებ ყოველ ახალ შესაძლებლობას.
ასე იყოს.“ 

ფურცელი შეინახეთ საფულეში, საბანკო ბარათთან ან ფულთან ერთად ციტრინის ქვასთან ან ბარაქის კოვზთან ერთად.

 თვის ბოლო დღეს უსაფრთხოდ დაწვით და წარმოიდგინეთ, რომ თქვენი სურვილი სამყაროს ეცნობა და თქვენს ცხოვრებაში ახალი შესაძლებლობები შემოდის.

ყველაზე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თანხის დაწერა, არამედ იმ განცდის შექმნა, რომ მზად ხართ მიიღოთ მეტი სიკეთე და სიუხვე.  ეს არის სიმბოლური, სულიერი პრაქტიკა და არა ფინანსური შედეგის გარანტია", - წერს იოსელიანი.