ვანში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების დედებსა და მეუღლეებს გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცეს

ვანი

ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და ვანის  კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და  ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით საქართველოს ერთიანობისთვის  დაღუპული გმირების დედებსა და მეუღლეებს გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცეს.

მუნიციპალიტეტის  მერის მოადგილე ვლადიმერ ხელაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა გიორგაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე შოთა დიასამიძე აგვისტოს ომში დაღუპული გმირების დედებს  ესტუმრნენ,  ქალთა დღესასწაულები მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.