„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
ქალაქ ცაგერში, კულტურის ცენტრის დარბაზში, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით და ცაგერის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით კონცერტი ,,ქართული სიმღერა რეგიონებს" გაიმართა.
კონცერტში მონაწილეობდნენ მომღერლები: ნეკა სებისკვერაძე, დავით ნოზაძე, აჩიკო ნიჟარაძე, ნათია პერანიძე. შთამბეჭდავი იყო ნიკა წულუკიძის მიერ ქართველ ხელოვანებსა თუ საზოგადო მოღვაწეებზე, განსაკუთრებული სითბოთი გადმოცემული, ნაკლებად ცნობილი საინტერესო ისტორიები. ღონისძიებას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე -ქრისტინე კობახიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჭდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილეებთან ერთად და მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ესწრებოდნენ.