სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტი დააზარალა

სტიქია

პანკისის ხეობის სოფლებში დასეტყვილია საკარმიდამო ნაკვეთები,მოგლეჯილია ხეები და საცხოვრებელ სახლებს სახურავები აქვს გადახდილი.

მოსახლეობის ინფორმაციით, ძლიერი ქარი და სეტყვა დაახლოებით 15 წუთს გრძელდებოდა.

სტიქიის ზონაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

სოფლებისთვის სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლა უკვე დაწყებულია.