რუსთავის მერიამ უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე რუსთაველი ფრენბურთელებს ხელფასი დაუნიშნა

რუსთავის მერიამ უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე რუსთაველი ფრენბურთელებს ხელფასი დაუნიშნა

რუსთავის მერია უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე რუსთაველ ფრენბურთელებს  ხელფასს გადაუხდის  და ახალი სპორტული ეკიპირებითაც უზრუნველყოფს.აღნიშნული  სიახლე სპორტსმენებს, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილთან ერთად  გააცნო  და მიმდინარე კალენდარულ მატჩებში წარმატებები უსურვა.„რუსთავის ქალთა და ვაჟთა ფრენბურთის გუნდები უმაღლეს ლიგაში ასპარეზობენ და წინ ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები აქვთ. დღეს შეხვედრა გვქონდა მათთან, წარმატებები ვუსურვეთ და  დამატებითი მოტივაციისთვის, ჩვენგან ყოველთვიურად ფულად წახალისებას მიიღებენ ხელფასის სახით. სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით,  ჩვენ ბოლო პერიოდში  მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ  ინფრასტრუქტურა, შევიძინეთ ახალი სპორტული ინვენტარი და ეკიპირება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფულადი წახალისება, მათთვის კიდევ უფრო მეტი მოტივაცია იქნება უმაღლეს ლიგაში ასპარეზობისას წარმატებების მისაღწევად“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.რუსთაველი ფრენბურთელები უახლოეს მატჩს 15 თებერვალს, რუსთავის სპორტის  სასახლეში გამართავენ.რუსთავის მერია სპორტის ხელშეწყობის და ახალგაზრდა სპორტსმენების წახალისების მიზნით,  წარმატებულ სპორტსმენებს ყოველთვიურ სტიპენდიას უხდის და საჭირო სპორტული ეკიპირებითაც უზრუნველყოფს. დღეისათვის ქალაქის მერიის სტიპენდიით 115 წარმატებული სპორტსნენი და 40 მწვრთნელი სარგებლობს. სპორტის განვითარების ცენტრი კი სპორტის 27 სხვადასხვა სახეობას და 1800 რუსთაველ სპორტსმენს აერთიანებს.