ქუთაისში რეკრეაციული სივრცეების კეთილმოწყობის პროცესი გრძელდება

ქუთაისში რეკრეაციული სივრცეების კეთილმოწყობის პროცესი გრძელდება

ქუთაისის მუნიციპალიტეტში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება. ქალაქში ერთდროულად კიდევ 15 სკვერი განახლდა.

ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ჭიღვარიამ, ქუთაისის დელეგატმა საქართველოს პარლამენტში ზაზა ლომინაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, განახლებული სკვერები დაათვალიერეს ბუხაიძის და ნიკეას ქუჩებზე, ასევე, ასსაფეხურიანი კიბის მიმდებარედ.

15 სარეკრეაციო სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 4 მილიონამდე ლარი იქნა გამოყოფილი.

სკვერებისა და პარკების მოწყობა-განახლების პროცესი ქუთაისში კვლავ გაგრძელდება და მოიცავს ისეთ უბნებსაც, სადაც აქამდე რეკრეაციული სივრცეები საერთოდ არ არსებობდა.

ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.