„არ მაინტერესებს გვარამიას აზრები არანაირად...“ - ნინი ბადურაშვილი

ნინი ბადურაშვილი

ნიკა გვარამიამ ნინი ბადურაშვილის ახალ სიმღერას "ლამაზების პრეზიდენტო" პოსტი მიუძღვნა.

ნიკა გვარამის პოსტის საპასუხოდ, ნინი ბადურაშვილი „პრაიმტაიმთან“კომენტარს აკეთებს და ამბობს:

„მისი ეს პოსტი წაკითხული არ მქონდა, ახლა გავეცანი თქვენი მეშვეობით, არ მაინტერესებს გვარამიას აზრები არანაირად.

ფიქრობს, რომ ყაველაშვილს მივუძღვენი ეს სიმღერა? ძალიან სასაცილოა, იეთიმ გურჯის ულამაზესი პოეზიიდან ერთ-ერთი ტექსტია, რაზეც შექმნა ეკამ სიმღერა. რა შუაშია მიხეილ ყაველაშვილი, ან მიხეილ სააკაშვილი. სპილოს მოგონება ბუზისგან, - აი ,ეს არის.

ეს არის ძველი იეთიმ გურჯის ლექსზე შექმნილი სიმღერა. არავის არ ეძღვნება და, უბრალოდ, სასაცილოა, თუ  ვინმემ ჩათვალა, რომ მე მივუძღვენი რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას. მიკვირს, რატომ წავიდა ასეთ პროვოკაციაზე?!“